თეგი: საული ნიინისტო

ფინეთის პრეზიდენტი თურქეთის პოზიციით გაკვირვებულია

ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო მისი ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებაზე თურქეთის პოზიციით გაოცებულია. ფინეთის პრეზიდენტი პუტინზე: სარკეში ჩაიხედოს „ერთი თვის წინ თურქეთის პრეზიდენტს ვესაუბრე, მან თავად მითხრა, რომ იცოდა ფინეთის გეგმების შესახებ და განაცხადა, რომ პროცესს შეაფასებდა დადებითად, ახლა კი მათ ნეგატიურ პასუხს ვიგებთ. მე თურქეთის პრეზიდენტს მადლობა გადავუხადე და ერდოღანი მოხარული იყო მადლობით. ვფიქრობ, ახლა ჩვენ გვჭირდება ძალიან მკაფიო პასუხი, მზად ვარ, ისევ ვესაუბრო პრეზიდენტს იმ პრობლემებზე, რომლებიც მან წამოჭრა. 30 წელია, NATO-ს წევრობაზე ვსაუბრობთ, მაგრამ გადაწყვეტილებას წევრობაზე ახლა ვიღებთ“, - აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა. ჩავუშოღლუს თქმით, შვედეთმა და ფინეთმა თავიანთ ქვეყნებში ტერორისტების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა პარასკევს განაცხადა, რომ შეუძლებელია, NATO-ს წევრმა თურქეთმა მხარი დაუჭიროს შვედეთისა და ფინეთის გეგმებს, შეუერთდნენ ალიანსს. ერდოღანმა განაცხადა, რომ სკანდინავიის ქვეყნები ტერორისტული ორგანიზაციების საოჯახო სასტუმროებია. ამასთან, მევლუთ ჩავუშოღლუმ 14 მაისს განაცხადა, რომ თურქეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანების დაბლოკვას ითხოვს. თურქეთის შეშფოთების გადალახვა შესაძლებელია - შვედეთის პრემიერი გერმანიაში NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. 14 მაისს, დისკუსიების პირველ რაუნდზე შვედეთი და ფინეთიც იყვნენ მიწვეულები. მის ფარგლებში შვედურმა და ფინურმა მხარემ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც გამართეს შეხვედრა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ან ლინდეს თქმით, შეხვედრისას განიხილეს NATO-ს ღია კარის პოლიტიკა და უსაფრთხოების გაუარესებული გარემო. 15 მაისს, მეორე სესიაზე მხოლოდ მოკავშირეები შეიკრიბნენ. აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრების პარალელურად, 15 მაისს, ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება სურს. მალევე განცხადება გაავრცელა შვედეთის მმართველმა პარტიამაც. NATO-ს მოკავშირეები აცხადებენ, რომ შვედეთის და ფინეთის მხრიდან განაცხადის წარდგენის შემთხვევაში, რატიფიკაციის პროცესის დაჩქარება აუცილებელია. ფინეთის პრეზიდენტის და პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადი დაუყოვნებლივ უნდა შეიტანოს სკანდინავიური ქვეყნების NATO-ში გაწევრიანება უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის ფონზე ხდება. გასულ კვირას ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ NATO-ში ფინეთის გაწევრიანებას მხარს 76% უჭერს. რუსეთმა განაცხადა, რომ იძულებული იქნება, „საპასუხო ნაბიჯები“ გადადგას. ფინეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს NATO-ში გაწევრიანებაზე ტელეფონით ესაუბრა შვედეთსაც და ფინეთსაც მჭიდრო კავშირები აქვთ ალიანსთან, პარტნიორობა მშვიდობისთვის პროგრამას 1994 წელს შეუერთდნენ და NATO-ს წევრ ქვეყნებთან ერთად წვრთნებში, ასევე, ალიანსის ხელმძღვანელობით სამშვიდობო მისიებში რეგულარულად მონაწილეობენ. ინფორმაციისთვის, ვაშინგტონში, 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე, ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაარსდა. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო, წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს, ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს.  

საქართველოსა და ბულგარეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის მატჩი ფრედ დასრულდა

ერთა ლიგის ც4 ჯგუფის მეორე ტურში, საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთის ნაკრებს უმასპინძლა და მატჩი ფრედ დასრულდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბულგარეთი რაზგრადში ერთი კვირის წინ, ანგარიშით 5:2 დაამარცხა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა გიბრალტარი ანგარიშით 4:0 დაამარცხა

საული ნიინისტო: ფინეთი NATO-ში შვედეთის გარეშე ვერ შევა

ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ს წევრობაზე უარს იტყვის, თუ მასთან ერთად ამ სტატუსს შვედეთიც არ მიიღებს. ამის შესახებ უკრაინული მედია Helsingin Sanomat-ზე დაყრდნობით წერს. შვედეთი NATO-ში გაწევრიანების საკითხზე, თურქეთთან პროგრესის მიღწევას შეეცდება NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საული ნიინისტოს ჰკითხეს, განაგრძობს NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წინ წაწევას, იმ შემთხვევაში, თუ შვედეთის განაცხადის განხილვა გადაიდება ან ეს ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარს მიიღებს. „შვედეთში ამბობენ, რომ ფინეთის საქმე ჩვენია. მე ვამბობ, რომ შვედეთის საქმე ჩვენია. ჩვენ ხელიხელჩაკიდებულები ერთად ვმოძრაობთ“, - განაცხადა ნიინისტომ. მედიაში გავრცელებული ცნობებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს. თურქეთი ოფიციალურად ითხოვს:  შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა.  ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდაჭერა, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა. ბლინკენი ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე: აშშ-ს არ აქვს საფუძველი, იფიქროს, რომ თურქეთის შეშფოთება ვერ გადაიჭრება რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია. 

ფინეთის პრეზიდენტი: პუტინი სტალინის შეცდომებს იმეორებს

ფინეთის პრეზიდენტის, საული ნიინისტეს განცხადებით, რუსეთის შეჭრასა და ფინეთში ზამთრის ომს შორის მსგავსებაა, რადგან რუსეთმა და საბჭოთა კავშირმაც შეცდომა დაუშვეს და სჯეროდათ, რომ ისინი სწრაფად დააჩოქებდნენ უკრაინას და ფინეთს. მისივე თქმით, რუსეთის მეორე არასწორი გათვლა ის იყო, რომ ფიქრობდნენ, ევროპისა და დასავლეთის სიმპათიები უკრაინის მიმართ შესუსტდებოდა. ფინეთის პრეიზიდენტის თქმით, ავტორიტარული ქვეყნის ლიდერებმა, სტალინმა და პუტინმა, არსებითი ფაქტორი არ გაითვალისწინეს. „თავისუფალ ქვეყანაში ადამიანებს ნება და რწმენა აქვთ და ხალხი, რომელიც ერთად მოქმედებს, დიდი ძალაა", - განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.  

ფინეთის პრეზიდენტი კიევში ჩავიდა

ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო უკრაინაში ვიზიტით ჩავიდა. ამის შესახებ ტელეგრამაში პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა და ფინელ კოლეგასთან შეხვედრის ვიდეო გამოაქვეყნა. „მივესალმები ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოს უკრაინაში. უკრაინა აფასებს ფინეთისა და ფინელი ხალხის მხარდაჭერას. მადლობა ამ ვიზიტისთვის!" დაწერა ზელენსკიმ. ფინური მაუწყებლის Yle-ის ცნობით, უსაფრთხოების მიზეზების გამო, ნიინისტოს ვიზიტზე ინფორმაცია წინასწარ არ გავრცელებულა. ნიინისტო ზელენსკის კიევში შეხვდა. პრეზიდენტებმა განიხილეს ფინეთის სამხედრო დახმარებისა და უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერის საკითხები განიხილეს. ნიინისტოს თქმით, უკრაინისთვის ტანკების მიწოდების საკითხი კვლავ ღიაა. „ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა NATO-ს ბლოკის გარეთ, რომელსაც აქვს Leopard-ის ტიპის ტანკები, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს გრძელი საზღვარი რუსეთთან და ეს გასათვალისწინებელია", - განაცხადა ნიინისტიომ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.  მისივე თქმით, დღემდე ფინეთმა უკრაინას 600 მილიონი ევროს სამხედრო დახმარება გაუწია.  

ფინეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ, უკრაინას თავდაცვის მე-17 პაკეტი დამტკიცა, რომელიც სხვა აღჭურვილობასთან ერთად, საზენიტო იარაღსა და საბრძოლო მასალას მოიცავს. ამის  ფინეთის მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია. ახალი პაკეტის ჯამური ღირებულება 105 მილიონი ევროა. „ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად. ომის შედეგი განსაზღვრავს ევროპისა და ფინეთის უსაფრთხოების წესრიგს ათწლეულების განმავლობაში, რის გამოც უკრაინის მხარდაჭერა ფინეთის უსაფრთხოებისთვის არსებითად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა, ანტი ჰაკანენმა. ფინეთის მიერ დღემდე წარდგენილი ყველა თავდაცვის პაკეტის ღირებულება დაახლოებით, 1,2 მილიარდ ევროს შეადგენს. ფინეთი 4 აპრილიდან NATO-ს წევრია.        

ნიინისტო: ფინეთ-ესტონეთის გაზსადენზე გაჟონვა სავარაუდოდ, „გარე ქმედების“ შედეგია

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ სამშაბათს განაცხადა, რომ გაჟონვა, რომელსაც ამ შაბათ-კვირას ესტონეთიდან ფინეთისკენ გამავალი ბუნებრივი აირის მილსადენის დახურვა მოჰყვა, სავარაუდოდ, გარე აქტივობით იყო გამოწვეული. ფინეთი-ესტონეთის გაზსადენზე გაჟონვა კვირას დაფიქსირდა. „სავარაუდოდ, როგორც გაზსადენის, ასევე სატელეკომუნიკაციო კაბელის დაზიანება გარე აქტივობის შედეგია,“ - განაცხადა ნიინისტომ. მას დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა აღნიშნა, რომ დაზიანების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია და ორივე ქვეყანა თანამშრომლობს მიმდინარე გამოძიების პროცესში. ნიინისტომ განმარტა, რომ NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს დაუკავშირდა და NATO მზადაა, დაეხმაროს გამოძიებას. ფინეთის გაზის ქსელის ოპერატორმა, სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა Gasgrid-მა კვირას, 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ (Balticconnector) მილსადენი საეჭვო გაჟონვის გამო დაიხურა.  

ფინეთის პრეზიდენტი: რუსეთი პროპაგანდისტულ ომს აწარმოებს, მის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს

ფინეთის პრეზიდენტმა, საული ნიინისტომ განაცხადა, რომ რუსეთის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს „ფინეთის წინააღმდეგ რუსეთის ქმედებები რაღაც ზოგადი კონტექსტისგან განცალკევებული არ არის. რუსეთი პროპაგანდისტულ ომს აწარმოებს, მის მიზანს დასავლეთში დაბნეულობის შექმნა წარმოადგენს,“ - განაცხადა ნიინისტომ. ნიინისტოს შეფასებით, მიგრაციის, როგორც ზეწოლის ინსტრუმენტად გამოყენება, ემოციებს არამხოლოდ ფინეთში, არამედ, ევროპაშიც იწვევს და ეს შეიძლება, უკრაინის მხარდაჭერის გასაგრძელებლად დამატებითი სტიმული იყოს. შეგახსენებთ, 30 ნოემბერს ფინეთმა რუსეთთან საზღვარი სრულად, სულ მცირე, ორი კვირით დაკეტა.